ივანიშვილის ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედება – „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კიდევ ერთი და უპრეცედენტო საქველმოქმედო პროექტი საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის – ჭორვილაში პირველი აგროკომპლექსი მოეწყო. სპეციალურ სივრცეში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, გადაშენების პირას, ან საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს ამრავლებენ, ზრდიან და ამზადებენ იმისთვის, რომ ველურ ბუნებაში შეძლონ არსებობა. ამისთვის ტყის გარკვეული მონაკვეთები სპეციალური ბადეებით შემოისაზღვრა.

დურაჯი, გნოლი, კაკაბი, კოლხური ხოხობი, კავკასიური და კასპიური შურთხი – ამ ფრინველების უმრავლესობა დღეს გადაშენების პირასაა. მაგალითად, კასპიური შურთხი, რომელიც საქართველოში სულ 50-მდე შემორჩა, წითელ წიგნშია შეტანილი.

უნიკალურ პროექტს „იმედის კვირამ“ ექსკლუზიური რეპორტაჟი მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები