„წინაპართა სერობა თბილისში“ – ადამ მიცკევიჩის პოემის „Dziady” („წინაპართა სერობა“) პერფორმატიული კითხვა გაიმართება

18 ნოემბერს, 20:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე გაიმართება ადამ მიცკევიჩის პოემის – „Dziady” („წინაპართა სერობა“) – პერფორმატიული კითხვა, მეორე ნაწილის მიხედვით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოემა თარგმნა  ქეთი ქანთარიამ;  მხატვრული თარგმანი: ანა კოპალიანის; რეჟისორი: ანდრო ენუქიძე (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი);  სცენოგრაფი: ვეკო ყიფიანი;
კომპოზიტორი: ზაზა მარჯანიშვილი; ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე;  ანიმაცია: სანდრო ალექსიძის, გია ტყემალაძის.
ყარიბის მონოლოგს კითხულობს – ავთანდილ მახარაძე (საქართველოს სახალხო არტისტი).
მონაწილეობენ: არჩილ ბარათაშვილი, გიგა კაკუბავა, გუგა ქაცარავა, თეკლა სულაქველიძე, ნინო კვირიკაშვილი, ანი ამინაშვილი, ბორის ღლონტი, სალომე ჭაფოძე, ლიზი კოტრიკაძე, გიორგი ფირანიშვილი, ქრისტინე ჩხიკვაძე, მარიტა მესხორაძე, გიორგი გოცაძე, კონსტანტინე მამინაიშვილი, ნანა ჯავახიშვილი, თეიმურაზ დვალი.
პროექტი დაფინანსდა ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროგრამის „44xMiciewicz“ მიერ, ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალურ ინსტიტუტთან განხორციელებული ერთობლივი პროექტის – „ძიადი თბილისში“ („წინაპართა სერობა თბილისში“, “Dziady” in Tbilisi“) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები