სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს განახლებული შემადგენლობა შეიკრიბა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დღეს, 15 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს განახლებული შემადგენლობა შეიკრიბა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, განახლებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ისე სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სპეციალისტები.
საბჭოს წევრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების ხელმძღვანელმა რომან აფაქიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – „საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელის კვლევის შედეგები”.
სხდომის წევრებმა იმსჯელეს პრეზენტაციის დროს წამოჭრილ საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელში არსებული გამოწვევების შესახებ.
საბჭოს მიზანია, ბიბლიოთეკებში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიმუშაოს და გასცეს მეთოდური რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები