დავით მათიკაშვილი: ხელისუფლების მხრიდან ყველა პოზიტიური, საჯაროდ გაცხადებული ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მომხდარიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყველა პოზიტიური, საჯაროდ გაცხადებული ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მომხდარიყო.
როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, “ქართული ოცნების” სურვილია, საქართველო ფონს მშვიდობით გავიდეს და შევიდეს ევროკავშირში.
“ხელისუფლების მხრიდან ყველა პოზიტიური, საჯაროდ გაცხადებული ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მომხდარიყო და დღესაც ეს არ არის გვიან. სამწუხაროდ, ვხედავთ ისეთ მოცემულობას, როდესაც გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ადგილობრივი ძალები, რომელთაც ძალიან არ სურთ, რომ საქართველომ რაიმე პროგრესს, განსაკუთრებით – ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწიოს ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს დღევანდელი რეალობა შეიცვალოს ისე, როგორც მათ სურთ. ჩვენ მშვიდობით გვინდა, რომ საქართველო ფონს გავიყვანოთ, შევიდეს ევროკავშირში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.