ნიკოლოზ სამხარაძე: ნამდვილად არ არის მოსაწონი, როდესაც თუნდაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს

ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, როდესაც თუნდაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

უმრავლესობის წევრს ჟურნალისტებმა კითხვა „კვირას“ მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და იმ ინფორმაციაზე დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მან არ იცის, თუ რა საკითხზე შეიძლებოდა, ემსჯელათ მათ.

„არ ვიცი, რაზე შეიძლება, ემსჯელათ, თუმცა, ნამდვილად არ არის მოსაწონი ფაქტი, როდესაც თუნდაც ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ხვდება ოლიგარქ კეზერაშვილს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გერმანელმა სამართალდამცველებმა თაღლითობის საქმე გაუხსნეს. სირცხვილი და მიუღებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები