შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და გვარამიაზე ვარჰეის ერთი სიტყვაც არ დაუძრავს
“სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, განიხილეს თუ არა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე გვარამია-სააკაშვილის საკითხები.
„ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ახსენა. კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.