ლარი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0077 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.