სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი – 120 ათას-დოლარიან მანქანაზე: მრევლმა გადაწყვიტა, ქართულ საქმეს ნორმალურად ვემსახურო
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის განცხადებით, 120 ათას-დოლარიანი ავტომობილი მრევლმა “ქართული საქმის” საკეთებლად შეუძინა.
“მე დიდი ხნის წინაც შემეძლო ეს და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს. ახლა, რადგან მრავალგზის წირვაზე ან დღესასწაულზე მიმავალი დავრჩი გზაზე, მრევლმა გადაწყვიტა ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ქართულ საქმეს ნორმალურად ვემსახურო,” – თქვა ეპისკოპოსმა.
ცნობისთვის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000-დოლარიანი Land Cruiser შეიძინა. ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.