სასწრაფო – სამედიცინო მომსახურების ცენტრს 13 ავტომანქანა შეემატება

   სასწრაფო – სამედიცინო მომსახურების ცენტრს სასწრაფო დახმარების 13 ახალი მანქანა შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „112“-ის სათაო ოფისში სტუმრობისას განაცხადა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო და დეპარტამენტის დირექტორთან, გიორგი ბიჭაშვითან ერთად კოორდინაციის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ასევე გამოძახების ერთიანი სტანდარტის დანერგვაზე, ზუსტი პრიორიტეტების განსაზღვრული პროგრამის დანერგვასა და რადიოკომუნიკაციის სისტემის განახლებაზე ისაუბრეს. დღეისათვის დედაქალაქს დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების 80 ეკიპაჟი ემსახურება, ხოლო დამატებით რეზერვში სასწრაფო დახმარების 16 მანქანაა. 13 ახალი მანქანა კი სასწრაფო – სამედიცინო მომსახურების ცენტრს ტენდერის დასრულების შემდეგ შეემატება. შეხვედრაზე მხარეებმა საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გამონაბოლქვით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზეც ისაუბრეს. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მერია აპირებს, ჩაატაროს კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდება სატრანსპორტო ნაკადების ზუსტი რაოდენობა და ამის შემდეგ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწორი გადანაწილება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები