დავით ნარმანია: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან იმუშაონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოგვყვებიან

   თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებების პროცესს ეხმაურება. მისი განმარტებით, იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, ზეწოლა არ ყოფილა.
„ყველაფერი არის სამართლიანობის ფარგლებში და ნუ შეეცდება ნურავინ, ხელოვნურად აწიოს ეს თემა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოგვყვებიან და რომლებიც მზად არიან, შეასრულონ და აღასრულონ ის პროგრამა და ამოცანები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კომპეტენცია და მაღალი რანგის თანამდებობები უკავიათ, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი ადამიანებისთვის ეს რანგი შეუფერებელია. ატესტაციის პროცესის შესაბამისად გარკვეული ცვლილებები იქნება“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები