„სადღაც ამერიკაში“ – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება

16,17 და 20 ნოემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა – „სადღაც ამერიკაში“ გაიმართება.
როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპექტაკლის რეჟისორია ქეთევან ხარშილაძე-ასსერი; ავტორი – ქეთევან ხარშილაძე-ასსერი, ჯონ ასსერი; ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე; რეჟისორის ასისტენტი: ლიკა მამიაშვილი.
მთავარ როლებში: ნანი ჩიქვინიძე, ნინო გომართელი, ნინო დუმბაძე.
როლებში: დიმიტრი ტატიშვილი, ია შუღლიაშვილი, ონისე ონიანი, ირმა ბერიანიძე, ლილე ფილფანი, ქეთევან გეგეშიძე, მაია კაციტაძე/თეონა ქოქრაშვილი.
სცენოგრაფია: ლევან წულაძის, ავთო დიასამიძის;
კოსტიუმების მხატვარი: ოლიკო ბერაძე;
მუსიკალური გამფორმებელი: ზურა გაგლოშვილი.
„სპექტაკლი არის ქართველ ქალებზე, რომლებსაც პირადი თუ ეკონომიური მიზეზების გამო მოუწიათ საქართველოს დატოვება და შეერთებულ შტატებში გადახვეწა.
მთავარი გმირები არიან: ქართველი ქალი ლია, რომელსაც სურს ამერიკაში ლეგალი გახდეს და ამერიკელი მოხუცი ქალბატონი ომმა, რომელსაც უნდა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებიც თავის საყვარელ ოჯახში გაატაროს.
ამ ორი განსხვავებული პიროვნების დამოკიდებულება, მათი ტკბილ-მწარე მეგობრობა, იუმორით შეზავებული დიალოგები, სხვა ამერიკელი და ქართველი პერსონაჟების ცხოვრების აღმასვლა თუ დაღმასვლა მაყურებელს გააცნობს იმ ცხოვრებას რასაც არალეგალი ემიგრანტის ცხოვრება ჰქვია.
სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა…
ერთის მხრივ სპექტაკლი მაყურებელს გაართობს პერსონაჟების თავგადასავლებში თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ ჩააფიქრებს საქართველოდან მოძალებული იმიგრაციის ავკარგიანობაზე“, – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები