თამთა მეგრელიშვილი – ელენე ხოშტარიაზე: სანამ ეს 1%-იანი, კრემლის აგენტი პოლიტიკაშია, იქამდე უნდა ვილაპარაკოთ მის რუსულ კავშირებზე

იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას!,  – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის.

“იქამდე, სანამ ეს 1%-იანი, კრემლის აგენტი პოლიტიკაშია, იქამდე უნდა ვილაპარაკოთ მის რუსულ კავშირებზე.
მიზეზი მარტივია – იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს და ქონებას აგროვებს, ხოლო ვითომდა აქ არაფერი, სხვას ამუნათებს “კორუფციისთვის”.
იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას!
ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის!!!”, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები