გიორგი კახიანი: როდესაც დაინახეს, რომ ეს კანონი რეალურად შეიძლება, შეეხოს ზოგიერთ მათ დამფინანსებელს, აღმოჩნდა, რომ თურმე ცუდია
როდესაც დაინახეს, რომ ეს კანონი რეალურად შეიძლება, შეეხოს ზოგიერთ მათ დამფინანსებელს და ა.შ, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ცუდია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„თავის დროზე, როდესაც უკრაინაში მიიღეს ეს კანონი, ამას ჰქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, გვახსოვს , მაგალითად ის, სააკაშვილი როგორ იწონებდა თავს ამ კანონის მიღებით. მაშინ, როდესაც დაინახეს, რომ ეს კანონი რეალურად შეიძლება შეეხოს ზოგიერთ მათ დამფინანსებელს და ა.შ, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ცუდია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად შევასრულებთ იმ რეკომენდაციას, რასაც ჰქვია დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა კახიანმა.
დღეს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.