პარლამენტში დღეს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ახალი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივას, მეორე მოსმენით განიხილავს. ბიუროს შექმნა ევროპის 12-პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას ემსახურება. ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ უჭერს და განმარტავს, რომ ის ბუტაფორიულია.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალი ანტიკორუფციული ბიუროს მიზანი, ამ მიმართულებით არსებული ყველა საგამოძიებო უწყების კოორდინაცია იქნება.

„იქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მიზანი იქნება ანტიკორუფციული მიმართულებით არსებული ყველა საგამოძიებო უწყების კოორდინაცია. შემოთავაზებულია საკმაოდ საჯარო და გამჭვირვალე წესი ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლიტიკური ჯგუფები, უმრავლესობა და ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი. ძირითადი პრინციპი დამოუკიდებლობის და ეფექტურობის, რომელიც იყო გათვალისწინებული 12-პუნქტიან გეგმაში, ზედმიწევნით იქნება შესრულებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის,  ინიციატივის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროს არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ხელმძღვანელს პრემიერ მინისტრი დანიშნავს, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები