გიორგი ამილახვარი: “ნაცმოძრაობა” დაშლის პირასაა, უახლოეს მომავალში სრულად გაქრებიან რადარებიდან

ეს არის იმ პოლიტიკური კანონზომიერების დასასრული, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის პირას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას. 

ამილახვრის თქმით, “ნაცმოძრაობა” საზოგადოების მხარდაჭერას უახლოეს მომავალში დაკარგავს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოლიტიკური წარსული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, აუცილებლად მიიყვანს მას იქამდე, რომ უახლოეს მომავალში ისინი დაკარგავენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და სრულად გაქრებიან რადარებიდან“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები