თეა წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა
არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, – ასე აფასებს პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, პარტია დაშლის პირასაა, რაც მოსალოდნელი იყო.
„არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და, რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, – განაცხადა წულუკიანმა.