ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იან ლიპავსკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჩეხეთის პირველი დიპლომატი აეროპორტიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გააცილა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრის შემდგომ ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
იან ლიპავსკი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.