დევიდ ლი: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ ვუჭერ – ძალიან საშიში პარტიაა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ ვუჭერ – ვფიქრობ, ძალიან საშიში პარტიაა, – ამის შესახებ ევროპის ბიზნესასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, დევიდ ლიმ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში მისი ბიზნესასოციაციის წევრები დააკავეს, რომლის მიზანი მხოლოდ მათი ბიზნესების წართმევა იყო.

„ამ ქვეყანაში წლებია ვარ, „მაგთიკომს“ ვმართავდი 2012 წლიდან 2016 წლამდე. წამოვიწყე ევროპული ბიზნესასოციაცია, სადაც პრეზიდენტად ორჯერ ამირჩიეს. 2008 წლიდან 2012 წლამდე, ამ პერიოდში ჩემი წევრები დააკავეს, სასამართლოში მოგვიწია წასვლა სრულიად უმიზეზოდ, მიზანი მხოლოდ მათი ბიზნესების წართმევა იყო და არა, არ მომწონს მე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ჩემი უფლებაა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, არ ვარ ვალდებული მომწონდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია.

ვფიქრობ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან საშიში პარტიაა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ ჩემი მოადგილე სრულიად უმიზეზოდ დააკავეს, ერთხელ პარასკევს საღამოს 9 საათზე ოფისშიც დამიბარეს, რომ ეკონომიკის მინისტრს უნდა შეხვდეო. ნიუ-იორკში დავრეკე, ვუთხარი, მგონი მეც დამაკავებენ-თქო. საშინელი დრო იყო. არ მეშინია მე ამ ხალხის, ამიტომაც ამოვიღებ ხმას, თუმცა ამის გამო მე სამსახური დავკარგე და ეს არ არის სწორი. არასწორია, რომ თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ ხარ, ე.ი. ბიზნესასოციაციას ან ბიზნეს-პალატას ვერ მართავ, ეს ფუნდამენტალურად არასწორია. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, თუმცა ეს ამ ქვეყანაში არასამთავრობოების სამყაროში უსარგებლოა, რადგან თუკი სხვა არასამთავრობოს გააკრიტიკებ, მე ვარ სამწუხაროდ კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დაგემართება.

მე დავკარგე სამსახური იმის გამო, რომ ვთქვი ის, რაც მჯერა რომ სიმართლეა, კერძოდ ის, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის მსგავსი ორგანიზაციები ამბობენ ტყუილს, როცა ამბობენ რომ საქართველოში დიდი კორუფციაა, რაც არ არის სიმართლე. ამბობენ, რომ სასამართლო სისტემა არასდროს მუშაობს, რეალურად კი მუშაობს. ეს კი ზიანს აყენებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები