კახა კალაძე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის, ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი თაობის ტელეწამყვანის, ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ლია მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მუშაობდა და სხვებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართული მაუწყებლობის განვითარებას.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის, საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი თაობის წარმომადგენლის, ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მუშაობდა და სხვებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართული მაუწყებლობის განვითარებას.

ვუსამძიმრებ ლია მიქაძის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები