ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც იან ლიპავსკი წერს, საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

„მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!“ – აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები