ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ „ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო“, უბრალოდ გამეცინება“

„დეტროიტში ხმის მისაცემად  მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა:  „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას,  წინასაარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ.

„დეტროიტში ხმის მისაცემად  მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა:  „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა“. ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და დეტროიტი არ ყოფილა გამონაკლისი.

საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ,  რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, რომ წინასაარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ. ანუ ის, რასაც ჩვენს არჩევნებზე აფიქსირებენ ხოლმე.

და როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ „ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო“, უბრალოდ გამეცინება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები