მამუკა მდინარაძე: კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ  საკითხებზე

„კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებზე და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და ამ ქვეყნის დაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. და სამომავლოდ, კორეის მხარე ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავის წვლილს შეიტანს.

„კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავისი წვლილი შეიტანა და იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია. სადაც ტექნოლოგიებს ფლობენ მაღალ დონეზე და ასეთი საშუალებები გააჩნიათ, მათი მხრიდან ეს პოზიტიური დაპირება იყო და ამით მოხარულები ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები