მამუკა მდინარაძე: კორეაში შეხვედრებისას საერთო პრობლემებზე, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ

კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებით თავისი წვლილი შეიტანა, იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორეაში შეხვედრებისას საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ორივე ქვეყანას აწუხებს.

„რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ მსგავსი გამოწვევები აქვს, ამ ქვეყანას ჩრდილოეთიდან პრობლემები რომ აქვს მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა, ამ ქვეყანაში განსხვავება ის არის, რომ შიგნით ისეთი ადამიანები არ არიან, ვინც ეროვნულ ინტერესებზე წინ რაიმეს აყენებენ. ამაზე ბევრი არ გვილაპარაკებია, თუმცა, საერთო პრობლემებზე, მსგავს პრობლემებზე ვისაუბრეთ. ასევე, ვილაპარაკეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და საწინააღმდეგო აზრი ან არგუმენტი არ მოგვისმენია და იყო თანხმობაც მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებსა და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და ამ ქვეყნის ბიზნესდაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები