დავით მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი ვერ გასტანს დიდხანს და ეს ყველაფერი წაილეკება

სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი ვერ გასტანს დიდხანს და ეს ყველაფერი წაილეკება საკუთარივე გადაწყვეტილებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა ბრძოლა მიმდინარეობს და რღვევის პროცესი დაწყებულია.

„იმდენად აშკარაა “ნაციონალური მოძრაობის” რღვევის შედეგად წამოსული იმპულსი, იმდენად კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო, საზოგადოებისთვის ეს კარგად არის ცნობილი. რღვევა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია” დაწყებული მიდის ცალკეულ ოდიოზურ პიროვნებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწირული. არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება იქ სადაც მიდის უსერიოზულესი ბრძოლა, რადგან სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი ვერ გასტანს დიდხანს და ეს ყველაფერი წაილეკება საკუთარივე გადაწყვეტილებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები