პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა პორტუგალიის ელჩთან შეხვედრა გამართა

პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ქარუმიძე, ჯგუფის წევრებთან ერთად, პორტუგალიის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩ ჟაიმ ლეიტაოს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ტურისტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელოვნებასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
ელჩმა მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაში პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები – გიორგი ამილახვარი, ჰერმან საბო და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში – კახა შარაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები