ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი – ირაკლი ნადირაძეზე: იმედგაცრუებულები ვართ ყველა

ძალიან უცნაურია, როდესაც პარტიის საკვანძო ადგილებში მომუშავე კონკრეტული სტრუქტურების ხელმძღვანელი ხალხი, პარლამენტის წევრები, იმის მაგივრად, რომ პარტიაში ჩვენთან მოვიდნენ, ვილაპარაკოთ, ბრიფინგებს მართავენ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ბიძინა ხერხეულიძე თანაპარტიელის, ირაკლი ნადირაძის ბრიფინგს.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომა, წესდების მიხედვით, მაშინ ჩატარდება, როდესაც პოლიტსაბჭოს უმრავლესობა გადაწყვეტს.

“საგანგებო ბრიფინგი რამდენად საჭირო იყო, აღარ ვიცი, რადგან გუშინ ნიკა მელიამ ძალიან ცხადად გადაჭრა ყველაზე კითხვაზე პასუხი და თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს მოწვევას, პოლიტსაბჭოს აქვს თავისი წესდება და აუცილებლად ჩატარდება, როგორც წესი და კანონი მოითხოვს.
ძალიან უცნაურია, როდესაც პარტიის საკვანძო ადგილებში მომუშავე კონკრეტული სტრუქტურების ხელმძღვანელი ხალხი, პარლამენტის წევრები, იმის მაგივრად, რომ პარტიაში ჩვენთან მოვიდნენ, ვილაპარაკოთ… გახსნილია პარტია ძალიან ბევრი ოთახი გვაქვს – დიდიც და პატარაც, ვილაპარაკოთ, პოლიტსაბჭოც ჩაინიშნება, როგორც წესდება მოითხოვს და ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან უცნაურია ყველასთვის პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ბრიფინგის ჩატარება. რა საჭიროა, გეგონება – სხვა პარტიის წარმომადგენელი აკეთებდეს კომენტარს, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ”, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას გარდა ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები