ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე მდებარე ცდოს საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს
ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები, რის გამოც, 2022 წლის 8 ნოემბერს 15:00სთ-დან 22:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები