8 ნოემბერი
10:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა მუქერია და თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსი ნინო სულაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ” 9 ნოემბერს “თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იხსნება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი 27 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ქართველი და უცხოელი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ.”
მის: კოსტავას ქუჩა 47/57; საკონტაქტო: 593 53 45 24