სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე ყველასათვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა.

შრომითი ინსპექციის ინფორმაციით,  ნებისმიერი მსურველი მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები