ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და “იმედის” დარბევა – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა

დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმავე დღეებში, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები: ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები