ირაკლი ჩიქოვანი: 7 ნოემბერი იყო სიმბოლური გამოვლინება იმ ძალადობრივი მმართველობისა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა ამ ქვეყანაში

სამწუხარო რეალობაა, რომ 7 ნოემბერი იყო სიმბოლური გამოვლინება იმ ძალადობრივი მმართველობისა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„7 ნოემბერი იყო რეალური სახე იმისა, თუ როგორი სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. არცერთ, საქართველოს მოქალაქეს უფლება არ აქვს, ეს დაივიწყოს. ჩვენ ვისწავლეთ მწარე გაკვეთილი და ამ გაკვეთილმა უნდა მოგვცეს იმ დასკვნების შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას აგვაშენებინებს და აგვაშენებინებს სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირის ნაწილი გახდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები