იერუსალიმში მეხუთე საუკუნის უძველესი ქართული მონასტრისა და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის შესახებ ოფიციალური საინფორმაციო დაფა გაიხსნა
იერუსალიმის ცენტრში, დავით მეფის ქუჩაზე, განთავსდა მემორიალური დაფა, რომელიც მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრისა და ეპისკოპოსი სამუელის სამარხის ადგილს მიუთითებს, – ამის შესახებ აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ცნობით, ეს არის პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის შესახებ და ასევე პირველი ქართულენოვანი წარწერა.
„ცნობა ქართველთა მონასტრისა და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში1936 წელს იმოგზაურა.
აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, ისრაელში საქართველოს საელჩოს და ისრაელის შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.