გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის მხარდამჭერთა გუნდს – “ბორჯღალოსნებს” 500 ბრენდირებულ მაისურს გადასცემს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის მხარდამჭერთა გუნდს – “ბორჯღალოსნებს” 500 საგულშემატკივრო, ბრენდირებულ მაისურს გადასცემს.

როგორც მათი გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მაისურებზე რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოები იქნება გამოსახული.

“ბორჯღალოსნები” თავიანთ რიგებში განუხრელად ამკვიდრებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს, ფან-კლუბის 550 წევრს შორის ნახევარზე მეტი ქალია, ხოლო მმართველი საბჭოს 7 წევრს შორის 3 – გოგოა. ფან-კლუბი ასევე თანმიმდევრულად ამკვიდრებს სტადიონზე გულშემატკივრობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მეტოქისა და მსაჯის მიმართ პატივისცემას ითვალისწინებს, და ამასთანავე, ხელს არ უშლის მატჩის მსვლელობას. თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის პარტნიორობა 12 წლის წინ საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებით დაიწყო და მას შემდეგ არ შეჩერებულა, – ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიეძღვნა, 2021 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგო ამშვენებდა. საგულშემატკივრო მაისურებს ფან-კლუბს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე და რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე გოგებაშვილი გადასცემენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები