რუსეთის ვიცეპრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. თანამშრომლობის კომისიას უხელმძღვანელებს
რუსეთის ვიცეპრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მისი წინამორბედი მარატ ხუსნულინი იყო.
შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.