ირაკლი ქადაგიშვილი – გიორგი ვაშაძეზე: იძულებულია, პარლამენტს თავი დააღწიოს, რადგან საკუთარ თავს რეალიზაცია ვერ მოუძებნა

გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საკუთარი ადგილი დაკარგა და თავისი თავი ვერ მოძებნა. ახლა იძულებულია, პარლამენტს თავი დააღწიოს, რადგან თავის თავს რეალიზაცია ვერ მოუძებნა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში რაც უნდა გაეკეთებინა, ვერ გააკეთა და, აქედან გამომდინარე, დისკომფორტს გრძნობს პარლამენტში ყოფნით.

„ახლა თავის შეუმდგარ პარლამენტარობას და პოლიტიკოსობას სხვას აბრალებს და ოპონენტების მიმართ რუსეთუმეობის ეპითეტებს იყენებს. გიორგი ვაშაძეს პარლამენტში რაც უნდა გაეკეთებინა, ვერ გააკეთა და აქედან გამომდინარე, დისკომფორტს გრძნობს პარლამენტში ყოფნით, რადგან არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ის ფიქრობს, რომ პარლამენტიდან გავა, მაგრამ გარეთ რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. მას უაზრო განცხადებების გაკეთება აქაც შეეძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტს გარეთაც გააგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები