დიდი ბრიტანეთის ელჩი ილია მეორეს შეხვდა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ მარკ კლეიტონი „ტვიტერზე” წერს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელი შედეგები“, – წერს მარკ კლეიტონი.