რატი იონათამიშვილი: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დესტრუქციული პარტიები არიან

“გაერთიანდა სამი პარტია, რომლებიც, ჯამურად, ერთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კითხვას, რომელიც „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა.

მისივე თქმით, ეს პარტიები დესტრუქციულები არიან.

„ახლა ეს პარტიები ცდილობენ ხელოვნურად თვითაქტუალიზაციას და ისეთ თემებს იგონებენ, რომელზეც საუბარი მათივე გადასახედიდან უხერხული უნდა იყოს, რადგან სწორედ ამ პარტიებმა გამოაჩინეს განსაკუთრებული უპასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით და გაემიჯნენ სამუშაო პროცესს. ფაქტობრივად, აღიარეს, რომ მათი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რაც არის იმის მიზეზი, რომ ერთი პროცენტიც კი არ აქვთ. ფაქტია, ეს პარტიები არიან დესტრუქციულები და ემიჯნებიან საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები