მიხეილ სარჯველაძე: გამოვრიცხავ, რომ “დეოლიგარქიზაციის” კანონი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე გავრცელდეს

გამოვრიცხავ, რომ “დეოლიგარქიზაციის” კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“როცა ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, მთავარი, რაც არის ოლიგარქის ცნებაში, რომ ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს მასზე გავლენები, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არ არსებობს ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არავითარი საფუძველი. გამოვრიცხავ რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას დღეს იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები