გოგა ხაინდრავა – რადიკალურ ოპოზიციაზე: დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები, ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან განხორციელებულ შეხვედრებზე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ოპოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტს ვერ ეგუება.
„დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები. ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს! გასცა ბატონმა მცოცავებზე დირექტივა: აბა! სისინი! ერთხმად! ასისინდნენ აქეთ-იქიდან… უნგრეთის პრინციპულობა დაგმეს! ალიევის დაუმორჩილებლობა! ჩვენ ბატონყმობიდან თავის დაღწევა დაგვიწუნეს“, – წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.
დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები. ვერ ეგუებიან ჩვენ სუვერენიტეტს!
გასცა ბატონმა მცოცავებზე დირექტივა: აბა! სისინი! ერთხმად!
ასისინდნენ აქეთ-იქიდან…
უნგრეთის პრინციპულობა დაგმეს!
ალიევის დაუმორჩილებლობა!
ჩვენ ბატონყმობიდან თავის დაღწევა დაგვიწუნეს.— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) October 28, 2022