თბილისის კამერული მუსიკის XVI ფესტივალი გაიმართება
31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მუსიკალური საზოგადოება და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია თბილისის კამერული მუსიკის XVI ფესტივალს მართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი ჩატარდება.
1 ნოემბერი, 19:00 საათი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
პროგრამა: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი და გია ყანჩელის მუსიკა სასულე კვინტეტისთვის.
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა”,
სოლისტი – მარიანა აჩბა;
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
სასულე კვინტეტი:
ნატალია ლომინაძე – ფლეიტა;
სალომე კვალიაშვილი – ჰობოი;
დავით ჯიშკარიანი – კლარნეტი;
გიორგი ალავიძე – ფაგოტი;
დავით შარიქაძე – ვალტორნა.
პროექტის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.