ჯაღმაიძე – დეკანოზ მამალაძის საქმეზე: დაველოდოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და ადვოკატის განცხადებას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია ყველასთვის ცნობილია – სინოდმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართა.

შესაბამისი კომენტარი ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„სინოდის გადაწყვეტილება გაჟღერდა და ეს იყო პრეზიდენტისადმი თხოვნით მიმართვა შეწყალების შესახებ. ასევე, მისმა ძმამ გაავრცელა განცხადება თხოვნით, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ, რადგან ამაზე უნდა ისაუბროს მისმა ადვოკატმა. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და ადვოკატის განცხადებას. პატივი ვცეთ თორნიკე მამალაძეს, მის ოჯახს და ვისაუბროთ სხვა თემაზე”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, 3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები