ირაკლი ქადაგიშვილი – გახარიაზე: როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი

უსინდისო პოლიტიკური განცხადება, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება ოლიგარქიისა და კორუფციის შესახებ.

„ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები