შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ეწევა კამპანიას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლოგიკით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელისუფლების გაძლიერება იქნება.

„ვაკვირდებით კამპანიას, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია – „არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი“. ეს იყო ივნისში, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამას ვხედავთ მთელი ეს პერიოდია, მათი ქმედებებიც და მათი სიტყვაც ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფართომასშტაბიანი კამპანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ლოგიკა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს სამწუხარო, ვინაიდან ჩანს, თუ რამდენად დაცლილია რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან. ლოგიკა არის შემდეგი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის იქნება ხელისუფლების გაძლიერება, ხოლო ყველაფერი, რაც აძლიერებს ხელისუფლებას, მათი გადმოსახედიდან არის ცუდი, ვინაიდან მათ სურთ ერთადერთი რამ, შეასუსტონ ხელისუფლება, შეასუსტონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და რამენაირად არეულობის გზით დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ წლების წინ ჰქონდათ და რომელიც ასე ენატრებათ. ფაქტია, რომ ეს არის ჩვეულებრივი კამპანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები