ანრი ოხანაშვილი: ჯაფარიძე-ვაშაძეს არ აქვთ რესურსი, ქართულ საზოგადოებას ესაუბრონ და ახლა ცდილობენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში მაინც მიიღონ მონაწილეობა

„მათ არ აქვთ რესურსი, ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას ესაუბრონ, არ არიან ისეთი პოლიტიკური წონის პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც შესწევთ უნარი, ესაუბრონ საზოგადოებას. მათ ეს რესურსი არ აქვთ და ახლა ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში მაინც მიიღონ მონაწილეობა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერებზე, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ჯაფარიძე და ვაშაძე ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროპაგანდას ეწევიან თითქოს საქართველოში 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.

“ეს ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ აქტიურ აგიტაციას და პროპაგანდას ეწევიან თითქოს, საქართველოში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს და ჩვენ არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ეს ყველაფერი ნიშნავს ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდას და აგიტაციას, რასაც ისტორია განსჯის. მათ ამ ქმედებებს საზოგადოება სახელს დაარქმევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები