გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში მოქალაქეებს, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ მოწყობილი. ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები