ირაკლი ზარქუა: ბრალდებულ სააკაშვილის რეზოლუციაში შეყვანა სამარცხვინოა და ამაში სიცხადე უნდა შეგვეტანა
ბრალდებული ადამიანი შეიყვანეს რეზოლუციაში. მგონია, რომ ეს არის სამარცხვინო და ამაში მკაფიო სიცხადე უნდა შეგვეტანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ევროსაბჭოს რეზოლუციაში ხსენების გამო მმართველ გუნდს რეაგირება უნდა ჰქონოდა.
„ბატონი პაპუაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა დაფიქსირებულ, უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას საქართველო უერთდება, თუმცა, არსებობს ერთადერთი გამონაკლისი. ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით რეზოლუციას, რომელშიც ბატონი სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია კონკრეტულ თემებზე, მათ შორის, ათობით საქმე სასამართლოში იხილება და ჩვენს მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, მაშ შორისაა წამება, ადამიანის უფლებების შელახვა, რეკეტი, სისტემური დანაშაული, რომელიც ევროპის სასამართლომ დაადგინა. ეს ბრალდებული, ასეთი ადამიანი შეიყვანეს ამ რეზოლუციაში. მგონია, რომ ეს არის სამარცხვინო და ამაში მკაფიო სიცხადე უნდა შეგვეტანა“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილით მიმართავს.