არჩილ თალაკვაძე: ხორვატიაში ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, მედიასთან, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ვიზიტის მთავარი მიზნები განმარტა.

“ჩვენ, ევროპული ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს აქ, ხორვატიაში, ზაგრებში ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ხორვატიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი, უსაფრთხოება და თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სურს. რა თქმა უნდა, დაუშვებელია სამხედრო აგრესია და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და უფლებებში ჩარევა დაუშვებელია. ამ ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის 20-ზე მეტი თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები ძირითად გამოწვევებსა და იმ მომავალზე ვისაუბრებთ, რომელსაც უკრაინა იმსახურებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შალვა პაპუაშვილი ხორვატიის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები