გივი მიქანაძე: უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინელი მაღალჩინოსნები იცლიან, რომ საქართველოს შესახებ არამეგობრული განცხადებები აკეთონ და გადაწყვეტილებები მიიღონ
ჩვენ ვხედავთ, რომ, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინელი მაღალჩინოსნები იცლიან, რომ საქართველოს შესახებ არამეგობრული განცხადებები აკეთონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მათ ჰყავთ ერთი მფარველი: არახამია, რომელსაც ვიცით, სააკაშვილთან რა აკავშირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სარგებელი და გამორჩენა აქვს ამ სიტუაციიდან, რომ როგორმე უკრაინის ეს მძიმე მდგომარეობა გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ საქართველოს დაარტყას და ცდილობენ, რომ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვიონ ხელისუფლების მიმართ. მეორე ინტერესი რომელიც იკვეთება და გაცხადებულია, ესაა მეორე ფრონტი“, – განაცხადა მიქანაძემ.