რატი ბრეგაძე – არესტოვიჩის განცხადებაზე: თამამად შეიძლება, ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის

კარგი იქნება, უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაჟღერებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.

,,ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს, ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა, სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ, კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპს ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები