ანრი ოხანაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ იმ სწორ, რაციონალურ პოლიტიკას, რასაც ჰქვია ცალმხრივი მეგობრობა უკრაინელი ხალხის მიმართ

ეს იყოს მათ სინდისზე, მათ დამოკიდებულებაზე, რასაც ცალკეული პირები აკეთებენ, ამას ჩვენი საზოგადოებაც და უკრაინული საზოგადოებაც, დარწმუნებული ვარ, რომ სათანადოდ აფასებს და შეაფასებს, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

„ეს იყოს მათ სინდისზე, მათ დამოკიდებულებაზე, რასაც ცალკეული პირები აკეთებენ – ამას ჩვენი საზოგადოებაც და უკრაინული საზოგადოებაც, დარწმუნებული ვარ, რომ სათანადოდ აფასებს და შეაფასებს. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სწორ, რაციონალურ პოლიტიკას, რასაც ჰქვია ცალმხრივი მეგობრობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა დეპუტატმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები